წევრის სტატუსი
წევრის ვალდებულებები
წევრის უფლებამოსილება
წევრობიდან გასვლის საფუძვლები
- „ლიცეუმის“ წევრი არის საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე;
- წევრობის კანდიდატის წევრად მიღების საკითხს წყვეტს მმართველი საბჭო, მმართველი საბჭოს მიერ დამტკიცებული განაცხადის შევსებული ფორმისა და პირადი გასაუბრების საფუძველზე;
- წევრების კატეგორიებია:
- ასოცირებული წევრი - წევრი, რომელიც იხდის მმართველი საბჭოს მიერ დამტკიცებულ პირველი დონის საწევრო შენატანს, მონაწილეობს მართვაში, არ სარგებლობს აქტიური და პასიური საარჩევნო უფლებით;
- ნამდვილი წევრი - წევრი, რომელიც იხდის მმართველი საბჭოს მიერ დამტკიცებულ მეორე დონის საწევრო შენატანს, მონაწილეობს მართვაში, სარგებლობს აქტიური და პასიური საარჩევნო უფლებით;
- საპატიო წევრი - წევრი, რომელიც სურვილისამებრ იხდის მმართველი საბჭოს მიერ დამტკიცებულ პირველი ან მეორე დონის საწევრო შენატანს, არ მონაწილეობს მართვაში, არ სარგებლობს აქტიური და პასიური საარჩევნო უფლებით;
- ასოცირებულ ან ნამდვილ წევრს საპატიო წევრის სტატუსი ენიჭება მმართველი საბჭოს ინიციატივითა და გადაწყვეტილებით;
- წევრს, რომელსაც წინასწარ აქვს გადახდილი საწევრო შენატანი, წევრობიდან გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში, წინასწარ გადახდილი საწევრო შენატანის ოდენობა უკან არ უბრუნდება;
- წევრობიდან გასვლა ნებაყოფლობითია;
- წევრის მიერ წესდების, სხვა ოფიციალური დოკუმენტების დარღვევის, „ლიცეუმის“ საქმიანობის დისკრედიტაციის ფაქტის დადასტურების ან საწევრო შენატანის გადაუხდელობის შემთხვევაში, მმართველი საბჭო უფლებამოსილია გარიცხოს წევრი;
წევრის ვალდებულებები
- წევრი ვალდებულია დაიცვას „ლიცეუმის“ წესდებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების მოთხოვნები;
- წევრი ვალდებულია იმოქმედოს „ლიცეუმის“ მმართველი და ხელმძღვანელი ორგანოების ანდა პირების გადაწყვეტილებების შესაბამისად;
- წევრი ვალდებულია საკუთარი მოქმედებით გაუფრთხილდეს მოძრაობის რეპუტაციას;
წევრის უფლებამოსილება
- წევრი უფლებამოსილია გაეცნოს „ლიცეუმის“ ოფიციალურ დოკუმენტებს;
- წევრი უფლებამოსილია მიმართოს „ლიცეუმის“ ნებისმიერ ორგანოს ან ერთეულს, გონივრულ ვადაში მოითხოვოს და მიიღოს პასუხი, გამოთქვას საკუთარი აზრი;
- წევრი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს „ლიცეუმის“ მიერ დაგეგმილ ანდა განხორციელებულ ღონისძიებებში;
წევრობიდან გასვლის საფუძვლები
- „ლიცეუმის“ წევრობიდან გასვლის საფუძვლებია:
- წევრის პირადი განცხადება;
- წევრის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;
- წევრის გარდაცვალება.